რისგან იქნება დაზღვეული შენი ავტომობილი

შენი ავტომობილი დაზღვეული იქნება შემდეგი შემთხვევებისაგან: 
- ავტოავარია
- ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა
- სეტყვა, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები
- ხანძარი, აფეთქება და ვანდალიზმი
- საგნის დაცემა 

გარდა ამისა, შეგიძლია დამატებით აირჩიო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა. პირველი მათგანი შენი მიზეზით გამოწვეულ ზიანს აანაზღაურებს, მეორე კი − დაზღვეულ მანქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების მკურნალობის ხარჯებს.

ავტომობილის დაზღვევა

უფასო ავტოასისტანსი მთელი წლის განმავლობაში

თუ მანქანა გაგიჩერდა, საბურავი დაგეშვა, საწვავი გაგითავდა ან ავტომობილის დაქოქვას ვეღარ ახერხებ, ავტოასისტანსი შემდეგი სერვისებით დაგეხმარება:

- ევაკუატორის მომსახურება
- საბურავის გამოცვლა
- ავტომობილის დაქოქვა
- საწვავის ადგილზე მიტანა

როგორ შევიძინო დაზღვევა

ავტოდაზღვევის შეძენა შეგიძლია ონლაინ:
- დააჭირე „შეძენის“ ღილაკს.
- შეიყვანე შენი და შენი ავტომობილის მონაცემები.
- მონიშნე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა.
- მონიშნე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა.
- მიუთითე, როდიდან გსურს დაზღვევის გააქტიურება.
- გამოთვალე საბოლოო ღირებულება და გააფორმე პოლისი.

ავტოდაზღვევის პოლისს ელექტრონულად, SMS-ითა და E-mail-ით მიიღებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი საინფორმაციო ფურცელს ან მიჰყევი ბმულს სრული პირობების სანახავად. კონსულტაციისთვის მოგვწერე ონლაინ ჩატში – ჩვენი ოპერატორი ყველა შეკითხვაზე გიპასუხებს.