რისგან იქნება დაზღვეული შენი ავტომობილი

შენი ავტომობილი დაზღვეული იქნება შემდეგი შემთხვევებისაგან: 
- ავტოავარია
- ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა
- სეტყვა, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები
- ხანძარი, აფეთქება და ვანდალიზმი
- საგნის დაცემა 

გარდა ამისა, შეგიძლია დამატებით აირჩიო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა. პირველი მათგანი შენი მიზეზით გამოწვეულ ზიანს აანაზღაურებს, მეორე კი − დაზღვეულ მანქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების მკურნალობის ხარჯებს.

დააზღვიე ავტომობილი და მიიღე 100₾ ან 200₾ სასაჩუქრე ვაუჩერი

საჩუქრები ავტოდაზღვევის შეძენისას

თუ შენი ავტომობილის ღირებულება 7 000 დოლარზე ნაკლებია, დაზღვევის სრული ნაკრების შეძენისას საჩუქრად მიიღებ:
- გალფის საწვავის ან ვენდუს 100 ლარიან ვაუჩერს
- თეგეტას ან ვიანორის ფასდაკლების ბარათს
- 50%-იან ფასდაკლებას რეცხვის სერვისზე 1 წლის განმავლობაში

თუ შენი ავტომობილის ღირებულება 7 000 დოლარზე მეტია, დაზღვევის სრული ნაკრების შეძენისას საჩუქრად მიიღებ:
- გალფის საწვავის ან ვენდუს 200 ლარიან ვაუჩერს
- თეგეტას ან ვიანორის ფასდაკლების ბარათს
- 50%-იან ფასდაკლებას რეცხვის სერვისზე 1 წლის განმავლობაში

უფასო ავტოასისტანსი მთელი წლის განმავლობაში

თუ მანქანა გაგიჩერდა, საბურავი დაგეშვა, საწვავი გაგითავდა ან ავტომობილის დაქოქვას ვეღარ ახერხებ, ავტოასისტანსი შემდეგი სერვისებით დაგეხმარება:

- ევაკუატორის მომსახურება
- საბურავის გამოცვლა
- ავტომობილის დაქოქვა
- საწვავის ადგილზე მიტანა

როგორ შევიძინო დაზღვევა

ავტოდაზღვევის შეძენა შეგიძლია ონლაინ:
- დააჭირე „შეძენის“ ღილაკს.
- შეიყვანე შენი და შენი ავტომობილის მონაცემები.
- მონიშნე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა.
- მონიშნე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა.
- მიუთითე, როდიდან გსურს დაზღვევის გააქტიურება.
- გამოთვალე საბოლოო ღირებულება და გააფორმე პოლისი.

ავტოდაზღვევის პოლისს ელექტრონულად, SMS-ითა და E-mail-ით მიიღებ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი საინფორმაციო ფურცელს ან მიჰყევი ბმულს სრული პირობების სანახავად. კონსულტაციისთვის მოგვწერე ონლაინ ჩატში – ჩვენი ოპერატორი ყველა შეკითხვაზე გიპასუხებს.