რა არის ავტოდაზღვევა

სრული ავტოდაზღვევა შენს ავტომობილს დააზღვევს ყველა შესაძლო შემთხვევისგან: ავტოავარია, სტიქიური მოვლენები (მათ შორის, მიწისძვრა ან სეტყვა), ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ავტომობილზე საგნების დაცემა.

დამატებით შეგიძლია აირჩიო:

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
თუ ავტოავარიის დროს, დააზიანე სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა და დაგეკისრა ზარალის ანაზღაურება, სხვისთვის გადასახდელ ხარჯებს, შენ ნაცვლად, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს.

მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ ავტოავარიის შედეგად, დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლი ან მგზავრები დაშავდნენ ეს დაზღვევა დაგიფარავს  მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 

 

    სრული ავტოდაზღვევა

    დააზღვიე ავტომობილი სრულად და მიიღე საჩუქრები

    თუ  31 აგვისტოს ჩათვლით შეიძენ სრული ავტოდაზღვევის ნაკრებს, რომელიც მოიცავს ავტოპასუხისმგებლობის და მძღოლისა და მგზავრების დაზღვევასაც, ავტომატურად ჩაერთვები აქციაში და დასაჩუქრდები.

    იმ შემთხვევაში, თუ შენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 17 500 ლარზე მეტია, შემდეგ საჩუქრებს მიიღებ:
    - 50 ლიტრი პრემიუმ საწვავი ვისოლის ქსელში
    - 15 თეთრიანი ფასდაკლება ვისოლის საწვავზე, 1 წლის განმავლობაში
    - 50%-იანი ფასდაკლება ულიმიტო რეცხვის სერვისზე, 1 წელი

    თუ შენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება 30 000 ლარზე მეტია დასაჩუქრდები:
    - 100 ლიტრი პრემიუმ საწვავით ვისოლის ქსელში
    - 15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე, 1 წლის განმავლობაში
    - 50%-იანი ფასდაკლებით ულიმიტო რეცხვის სერვისზე, 1 წლის განმავლობაში

    როგორ უნდა შეიძინო სრული ავტოდაზღვევა ონლაინ

    იმისათვის, რომ ისარგებლო ავტოდაზღვევის აქციით, შეიძინე სრული ავტოდაზღვევის ნაკრები.
     

    სრული ავტოდაზღვევის შესაძენად დააჭირე „შეძენის“ ღილაკს, შეიყვანე შენი და შენი ავტომობილის მონაცემები. მონიშნე მძღოლისა და მგზავრების და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევაც. მიიღე პოლისი ელექტრონულად, sms-ით და E-mail-ზე. 

    დაზღვევა 1 წლის ვადით ფორმდება. შენ თავად ირჩევ იმ თარიღს, როდიდანაც გსურს დაზღვევის გააქტიურება. პოლისი რომ გააქტიურდეს აუცილებელია  დაზღვევის ღირებულების დროულად და სრულად გადახდა, სადაზღვევო პოლისში და ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად. სრული ავტოდაზღვევის ძირითად პირობებს შეგიძლია აქ გაეცნო.
    კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე ონლაინ ჩატში და შენს ყველა კითხვას ვუპასუხებთ.