თქვენ ეცნობით ინფორმაციას ვებგვერდის online.tbcinsurance.ge საშუალებით სადაზღვევო პოლისზე ავტომატური გადახდის სისტემის გააქტიურების შესახებ. ავტომატური გადახდის სისტემაზე მიერთებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენ მიერ მითითებული ანგარიშიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდეს პოლისით გათვალისწინებული პერიოდულობით შესაბამისი თანხის გადახდა/ჩამოჭრა და სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა. სადაზღვევო პოლისზე ავტომატური სერვისის გააქტიურება შესაძლებელია როგორც online.tbcinsurance.ge-ის საიტზე დაზღვევის შეძენის დროს, ასევე სხვა არხის საშუალებით უკვე გაფორმებულ სადაზღვევო პოლისზე. 

ავტომატური გადახდის სისტემის ჩართვა

ავტომატური გადახდის სისტემის ჩართვა ხორიელდება მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.  
ვებგვერდის მეშვეობით სადაზღვევო პოლისზე გადახდის განხორციელების შემთხვევაში, ვებგვერდი შესაძლებლობას გაძლევთ, გაააქტიუროთ სადაზღვევო პოლისზე ავტომატური გადახდის სერვისი. თუ არ გსურთ პოლისზე ავტომატური გადახდის სერვისის გააქტიურება, მოხსენით ავტომატური გადახდების მონიშვნა – „დაიმახსოვრეთ ჩემი ბარათი შემდგომი გადახდებისთვის“ – და განახორციელეთ გადახდა. 
შესაბამისად, თუ პოლისზე ავტომატური გადახდის სერვისის გააქტიურება გსურთ, დატოვეთ ავტომატური გადახდების მონიშვნა  – „დაიმახსოვრეთ ჩემი ბარათი შემდგომი გადახდებისთვის“ – და განახორციელეთ გადახდა. 

ავტომატური გადახდის პირობები

თიბისი დაზღვევის ვებგვერდის მეშვეობით ავტომატური გადახდების სერვისის გააქტიურების შემთხვევაში სერვისის ჩართვა ხდება შემდეგი პირობებით:
-    ავტომატური გადახდების სერვისის საშუალებით სადაზღვევო პრემიის გადარიცხვა და მისი მიღება სს „თიბისი დაზღვევის“ ანგარიშზე წარმოებს  სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში  პოლისით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად; 
-    საბარათე ანგარიშიდან ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვის განსახორციელებლად აუცილებელია დამზღვევმა უზრუნველყოს ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის არსებობა. ამავდროულად, საბარათე ანგარიში და ბარათი უნდა იყოს აქტიური; 
-    ავტომატური გადახდის სერვისის საშუალებით გადარიცხვები შესრულდება საბარათე ანგარიშზე გადასარიცხი თანხის სრულად არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ განხორციელდება), შესაბამისად დამზღვევი ვალდებლია უზრუნველყოს ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა; 
-    იმ შემთხვევაში თუ საბარათე ანგარიშზე არ არის საკმარისი ოდენობის თანხა, სისტემა ყოველ მეორე დღეს შეამოწმებს ბარათზე თანხის არსებობას და თანხის არსებობის შემთხვევაში ჩამოაჭრის თანხას. შემოწმება თვეში შესაძლოა შესრულდეს მაქსიმუმ თხუთმეტჯერ.
-    უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული პრემიის გადახდა მოხდება ლარში, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით; 
-    ავტომატური გადახდების სერვისი უქმდება პოლისის  გაუქმების ან პოლისის  დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში;
-    ავტომატური გადახდის სერვისით სარგებლობისას, თიბისი დაზღვევა შეინახავს ავტომატური გადახდის იდენტიფიკატორს, რაც კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ შესაბამისი პოლისის ფარგლებში გადახდების პროცესის დამუშვების მიზნით.
-    თუ დამზღვევი ავტომატური გადახდების სისტემის ჩართვის შემდეგ, შემდეგი ტრანზაქციისას სხვა საბანკო ბარათზე გაააქტიურებს ავტომატური გადახდების სისტემას, ქრონოლოგიურად ყველაზე ბოლოს გამოყენებული ბარათი დარჩება აქტიური, ხოლო წინაზე ეს სერვისი ავტომატურად გაითიშება.
-    ავტომატური გადახდის სისტემის მეშვეობით ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა პოლისზე აისახება მისი ანგარიშიდან ჩამოჭრიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში.
-    გადახდების წარმოებისთვის კომპანია გამოიყენებს სს გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის (UFC) მომსახურებას.
-    დამზღვევის მიერ საკრედიტო ბარათის გამოყენების შემთხვევაში, კლიენტი არის პასუხისმგებელი შესაბამისი მოსმახურების საკომისიოს გადახდაზე.
-    თუ ანგარიშზე განთავსებული ფული არის უცხოურ ვალუტაში, ბანკი არის პასუხისმგებელი პოლისზე თანხის დარიცხვა უზრუნველყოს ლარში.
-    ავტომატური გადახდების სტატუსის შესახებ (ოდენობა, თარიღები და ა.შ.) ინფორმაციის მიწოდება მოხდება მხოლოდ პოლისით გათვალისწინებული დამზღვევისათვის.

ავტომატური გადახდის სისტემის გამორთვა

თიბისი დაზღვევის ვებგვერდის მეშვეობით ჩართული ავტომატური გადახდების სერვისის დეაქტივაცია ხდება შემდეგნაირად:
-    თუ თქვენ აღარ გსურთ სადაზღვევო პოლისზე ავტომატური გადახდის სერვისი იყოს აქტიური, გთხოვთ, პოლისში მითითებული ნომრიდან დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე (+995 32) 242 22 22 და ოპერატორს ჩაანიშნინოთ შესაბამისი პოლისის ნომერი, თქვენი ანუ დამზღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და იმ ბარათის ბოლო ოთხი ციფრი რომელზეც გსურთ ავტომატური გადახდის სისტემის გამორთვა. თქვენი მოთხოვნა ჩაიწერება და მოთხოვნის დაფიქსირებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მოხდება ავტომატური გადახდის სისტემის დეაქტივაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდები აღარ მოხდება ავტომატურ რეჟიმში და მათი გადახდა უნდა უზრუნველყოთ პირადად, პოლისით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. 
-    ავტომატური გადახდის სერვისი ასევე შესაძლოა გაუქმდეს, თუ UFC შეგვატყობინებს, რომ გამოყენებული ბარათი არის მოპარული, დაკარგული, ვადაგასული, თარღლითურ ქმედებებში გამოყენებული, რასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არ მოხდება დამზღვევის ინფორმირება.
კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე დოკუმენტში მითითებული წესები და ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართია online.tbcinsurance.ge