რა ღირს ავტოდაზღვევა

- 30 ლარი თვეში - ანაზღაურების ლიმიტი 5 000 ლარი.
 
- 40 ლარი თვეში - ანაზღაურების ლიმიტი 10 000 ლარი.
D1 ავტოდაზღვევა

ავტოდაზღვევის პირობები

რას აგინაზღაურებთ
 
ჩვენ აგინაზღაურებთ ზარალს, თუ ავტოავარიის შედეგად დაზიანდება შენი ავტომობილი ან შენი მიზეზით სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა. 
 
ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი მძღოლი
 
- შენ  (დამზღვევი) ან შენი (დამზღვევის) ოჯახის წევრი. 
- მძღოლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 25 წელს. 
- მძღოლს უნდა ჰქონდეს ავტომობილის მართვის 1 წლიანი გამოცდილება.
 
სად მოქმედებს დაზღვევა
 
- დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
 
ფრანშიზა
 
- 200 ლარი. 

რა ტიპის ავტომობილების დაზღვევა შეიძლება

- სედანი ან ჯიპის ტიპის ავტომობილები.  
- 2 000 წელს ზემოთ გამოშვებული ავტომობილები. 
- ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული დანიშნულებით.