რა არის ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა?

პოლისის შეძენიდან 90 დღის შემდეგ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღებ სოლიდურ სადაზღვევო თანხას. შეგიძლია აირჩიო: კიბოს დაზღვევა ან 7 დაავადების დაზღვევა. 7 დაავადებაში შედის შემდეგი ექსტრა სამედიცინო შემთხვევები:

- ავთვისებიანი სიმსივნე
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
- გულის ინფარქტი
- გულის შუნტირება
- ინსულტი
- დამბლა
- სიბრმავე

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ავტომატურად გავრცელდება შენს შვილებზეც, თუ მათი ასაკია 1-დან 18 წლამდე. ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევს.

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა

დიაგნოზის გადამოწმება და მკურნალობის დაგეგმვა

დაზღვევის პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორი ამერიკული კომპანია MEDIGUIDE-ი დაგეხმარება შენი და შენი შვილების ნებისმიერი დიაგნოზის გადამოწმებაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და უზრუნველყოფს მკურნალობის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღირებულება და ლიმიტი

ლიმიტი არის შენ მიერ შერჩეული თანხა, რომელსაც დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მიიღებ. შეგიძლია აირჩიო ლიმიტი ლარში - 25 000₾, 50 000₾ ან 75 000₾, ან დოლარში - 10 000$, 20 000$ ან 30 000$.

დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულ ლიმიტსა და შენს ასაკზე. 

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა

სადაზღვევო პოლისის შესაძენად, დააჭირე „შეძენის“ ღილაკს და შეიყვანე საჭირო მონაცემები. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერე ონლაინ ჩატში. ჩვენი ოპერატორი ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის და საუკეთესო პირობების მიღებაში დაგეხმარება. 

კიბოს დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი მოკლე პირობებს, ან გადადი ბმულზე სრული პირობების გასაგებად.     
7 დაავადების დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი მოკლე პირობებს, ან გადადი ბმულზე სრული პირობების სანახავად.