რა არის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, თვეში მხოლოდ 5 ლარად, აგინაზღაურებს სხვისთვის გადასახდელ ხარჯებს, თუ:

-დაეჯახე სხვის ავტომობილის

-დააზიანე სხვისი ქონება ან ჯანმრთელობა

ზარალი აგინაზღაურდება მაშინაც კი, თუ ავტოავარიისას, საჭეს შენს ნაცვლად, სხვა მართავდა. მთავარია, მძღოლის ასაკი იყოს არანკლებ 21 წლის და მას გააჩნდეს მართვის მოწმობა.

იხილე დაზღვევის ძირითადი პირობები ამ ბმულზე: http://bit.ly/2sEth8M

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

რა ღირს

თუ  ვებგვერდიდან შეიძენ, შეგეძლება გადაიხადო ყოველთვიურად და მიიღო პოლისი ელექტრონულად, სერვის ცენტრში მისვლის გარეშე.

-თუ აირჩევ 5000 ლარის ანაზღაურების ლიმიტს, თვეში გადაიხდი მხოლოდ 5 ლარს

-თუ აირჩევ 10 000 ლარის ანაზღაურების ლიმიტს, თვეში 10 ლარის გადახდა მოგიწევს.

როგორ აქტიურდება პოლისი

პოლისი აქტიურდება სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ზარალი აგინაზღაურდება, სადაზღვევო პრემიის დროულად და სრულად გადახდის შემთხვევაში, სადაზღვევო პოლისში და ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად. დაზღვევის მნიშნვნელოვანი და სრული პირობების სანახავად დააჭირე "შეძენის" ღილაკს.

თანხის გადახდა შეგიძლია:

- თიბისის სწრაფი გადახდის აპარატიდან
- თიბისი ფეის ვებგვერდიდან
- თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან
- თიბისი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან
- თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, მოგვწერე ონლაინ ჩატში და ჩვენი სადაზღვევო წარმომადგენელი ყველა კითხვაზე გიპასუხებს.