რა არის სესხის დაზღვევა

თუ მოულოდნელად სამსახურს დაკარგავ, დაზღვევა სესხის ყოველთვიურ შენატანს ახალი სამსახურის დაწყებამდე, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში გადაგიხდის. იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე დასაქმებული არ ხარ, სესხის დაზღვევით ვერ ისარგებლებ. 

ვისთვის არის ეს დაზღვევა

თუ ამ ეტაპზე დასაქმებული ხარ, მუშაობ ხელშეკრულებით, გაქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და მუშაობის 1-წლიანი უწყვეტი სტაჟი, შეგიძლია, სესხის დაზღვევით ისარგებლო.

სესხის დაზღვევა

რა ტიპის სესხის დაზღვევაა შესაძლებელი

შენ შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები:
 
•    იპოთეკური
•    სამომხმარებლო
•    ავტოსესხი
•    განვადება

ერთი სადაზღვევო პოლისი ვრცელდება მხოლოდ ერთ ბანკში აღებულ სესხზე ან სესხებზე. ბანკი, რომელშიც ყოველთვიურ შენატანს იხდი, პოლისის გაფორმებისას უნდა მიუთითო. აუცილებელია, კომპანია, რომელშიც მუშაობ, საქართველოში იყოს დარეგისტრირებული და არ იყო თანამსესხებელი.

რა ღირს სესხის დაზღვევა და რამდენს ანაზღაურებს

საფასური ინდივიდუალურად გამოითვლება. მაქსიმალური თანხა, რომელსაც დაზღვევა სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ყოველთვიურად დაგიფარავს, 500 ლარია. შეგიძლია, ერთ ბანკში რამდენიმე სესხი დააზღვიო. მაგალითად, თუ ორი ტიპის სესხი გაქვს და ყოველთვიურად ჯამში 300 ლარის გადახდა გიწევს, უნდა აირჩიო 300-ლარიანი ლიმიტი. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაზღვევა ამ თანხას ახალი სამსახურის შოვნამდე, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში დაფარავს.

ზუსტი ღირებულების გამოსათვლელად და სესხის დასაზღვევად გადადი ბმულზე, დაითვალე ღირებულება და გააფორმე პოლისი ონლაინ, ბანკში ან სერვისცენტრში მიუსვლელად. პოლისის ამოქმედების დღიდან, დაზღვევა 1 წლით გააქტიურდება.

ხელშეკრულების პირობები მოცემულია საინფორმაციო ფურცელში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი გაეცანი სრულ პირობებს.