რა არის სახლის რემონტის დაზღვევა

სახლის  რემონტის დაზღვევა აგინაზღაურებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, თუ შენი სახლის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაზიანდა შემდეგი შემთხვევებისგან: 

- მეზობლისგან ჩამოსული წყალი

- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

- გათბობის სისტემების ან ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა

- ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება 

- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა

- სტიქიური მოვლენები

- ვანდალიზმი

სახლის დაზღვევა

რას მოიცავს

სტანდარტული პაკეტი

სტადარტული პაკეტის არჩევის შემთხვევაში, რემონტის დაზიანებისას, კვადრატულ მეტრზე 300 ლარი აგინაზღაურდება. 
ავეჯისა და ტექნიკის შემთხვევაში კი დამატებით 15 000 ლარი აგინაზღაურდება. 

პრემიუმ პაკეტი 

პრემიუმ პაკეტის არჩევის შემთხვევაში,  რემონტის დაზიანებისას, კვადრატულ მეტრზე, 500 ლარი აგინაზღაურდება. 
ავეჯისა და ტექნიკის შემთხვევაში კი 20 000 ლარი. 

მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის დაზღვევა

შეგიძლია, დამატებით აირჩიო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც თვეში მხოლოდ 5 ლარი ღირს. თუ შენი მიზეზით დაზიანდება მეზობლის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ქონების დაზღვევა 10 000 ლარამდე ზარალს აანაზღაურებს. ამ შემთხვევაში ფრანშიზა 100 ლარი იქნება.

ფრანშიზა

ფრანშიზა, ანუ თანხის ნაწილი, რომლის დაფარვაც გეკისრება ზარალის დადგომისას,  რემონტის დაზიანების შემთხვევაში, ზარალის 5%-ია, მინიმუმ 100 ლარი. ავეჯის და/ან ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში - 150 ლარი.ხოლო მესამე პირის პასუხისმგებლობაზე - 100 ლარი.

ვის შეუძლია ისარგებლოს სახლის რემონტის დაზღვევით

შენ შეგიძლია დააზღვიო შენი საცხოვრებელი სახლი, თუ: 

- ხარ ქონების მესაკუთრე ან მფლობელი  

- ხარ არანაკლებ 18 წლის 

- შენი ბინა / სახლი აშენებულია 1955 წლის შემდეგ 

- შენი ბინა / სახლი არის 500 კვ.მ.-მდე

- შენი ბინა / სახლი შესულია ექსპლუატაციაში

- მუდმივად ცხოვრობენ დაზღვეულ სახლში

სახლის დაზღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი საინფორმაციო ფურცელს, ან გადადი ბმულზე სრული პირობების გასაგებად.