რა არის სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა ფარავს გაუთვალისწინებელ სამედიცინო ხარჯებს. ის აუცილებელია საზღვარგარეთ მოგზაურობისას და სავალდებულო საბუთია სხვადასხვა ქვეყნის სავიზო აპლიკაციის შევსებისას.

აირჩიე შენზე მორგებული, ხანმოკლე მრავალჯერადი ან წლიური მრავალჯერადი დაფარვა.

ხანმოკლე მრავალჯერადი ფარავს საზღვარგარეთ ყოფნის დღეებს, მხოლოდ მითითებულ პერიოდში.

წლიური მრავალჯერადი ფარავს ყოველი მოგზაურობის პირველ 30 დღეს, 1 წლის განმავლობაში.

 

*დაზღვევის შეძენა უნდა მოხდეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე.

სამოგზაურო დაზღვევა

რომელი მომსახურების ხარჯებს აგინაზღაურებს დაზღვევა?

- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- გადაუდებელი ამბულატორია
- გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია
- გადაუდებელი სტომატოლოგია და ოფთალმოლოგია
- სამედიცინო ევაკუაცია
- რეპატრიაცია ან ადგილობრივი დაკრძალვა
- თანმხლები პირის საქართველოში დაბრუნება

* 70 წელს ზემოთ პირების შემთხვევაში, ანაზღაურდება მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები.

დამატებითი დაფარვები

სამედიცინო დაფარვასთან ერთად, შეგიძლია დამატებით შეიძინო:

- ბარგის დაზღვევა
- საბუთის დაზღვევა (პასპორტი)
- მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის დაზღვევა
- COVID-19-ის დაზღვევა

ბარგის დაზღვევის შემთხვევაში აგინაზღაურდება ბარგის დაგვიანებასთან ან/და მის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული ხარჯები.

საბუთის დაკარგვის შემთხვევაში აგინაზღაურდება დაკარგული პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი საბუთის აღდგენის ხარჯები.

მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში აგინაზღაურდება მოგზაურობის გაუქმებით, გადადებით ან ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ხარჯები, თუ მოგზაურობის გაუქმება, გადადება ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზია უშუალოდ შენი ან/და შენი თანმხლები პირის ჰოსპიტალიზაცია, გარდაცვალება, ქონების დაზიანება, სასამართლოში გამოძახება ან ჯარში გაწვევა.

COVID-19-ის დაზღვევის შემთხვევაში აგინაზღაურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური (რეანიმაცია) მკურნალობის და რეპატრიაციის ხარჯები.

როგორ უნდა შეიძინო

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მარტივად, ვებგვერდიდან შეგიძლია, თუნდაც გამგზავრების დღეს, პირდაპირ აეროპორტიდან.

ამისათვის:
- დააჭირე შეძენის ღილაკს
- შეავსე მითითებული ინფორმაცია
- გააფორმე დაზღვევა ონლაინ.

თანხის გადახდის შემდეგ, პოლისი გამოგეგზავნება ელ. ფოსტაზე და SMS ბმულით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე დაზღვევის სრული პირობები ან მოგვწერე ონლაინ ჩატში – ჩვენი ოპერატორი ყველა შეკითხვაზე გიპასუხებს.