რა არის სამოგზაურო დაზღვევა

სადაც არ უნდა მიემგზავრებოდე: პარიზში, რომში, ბერლინში, სამოგზაურო დაზღვევა აგინაზღაურებს საზღვარგარეთ მოგზაურობის პერიოდში ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 

თვითმფრინავის ბილეთების და პასპორტის გარდა, სამოგზაურო დაზღვევა, ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია საზღვარზე წარსადგენად, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრები.

გარდა ამისა, ეს დაზღვევა სავალდებულო საბუთია საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო აპლიკაციისთვის. 
 

სამოგზაურო დაზღვევა

რა ღირს

-  დღეში 1 ლარი - 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
-  დღეში 2 ლარი - 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის

სამოგზაურო დაზღვევა ანაზღაურებს 50 000 აშშ დოლარს ან ევროს.

გაითვალისწინე: დაზღვევის გაფორმებისას, უნდა მიუთოთო ევროში გინდა მიიღო ანაზღაურება თუ დოლარში, იმის მიხედვით თუ სად აპირებ მოგზაურობას. 
    

დამატებით, დააზღვიე ბარგი

სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, შეგიძლია ერთჯერადად გადაიხადო სულ რაღაც 6 ლარი და შეიძინო ბარგის დაკარგვის დაზღვევა. 
აეროპორტის ტერიტორიაზე ბარგის დაკარგვის შემთხვევაში აგინაზღაურდება 1 კილოგრამ ბარგზე 20 აშშ დოლარი ან ევრო, სულ მაქსიმუმ 500 დოლარი ან ევრო.

როგორ უნდა შეიძინო

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მარტივად შეგიძლია ვებგვერდიდან, თუნდაც გამგზავრების დღეს, პირდაპირ აეროპორტიდან. ამისათვის:
- დააჭირე შეძენის ღილაკს
- შეავსე მითითებული ინფორმაცია
- გააფორმე დაზღვევა ონლაინ. 

თანხის გადახდის შემდეგ,  სადაზღვევო პოლისს e-mail-ზე და sms –ის სახით მიიღებ.