იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენს კომპანიაში მომხმარებლების შესახებ და როგორ ხდება მათი გამოყენება, გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად და ჩვენი რწმენით, მისი ადექვატური და პროპორციულია; პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; თვალყურს ვადევნებთ ჩვენთან არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას; უზრუნველვყოფთ პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. გარდა ამისა, ორგანიზაციაში სპეციალურ პროგრამაზე არსებული ლოგირების სისტემა, ყოველი თანამშრომლისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დაშვებას მისთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
ჩვენთან ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. კერძოდ: მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად და რომელსაც ჩვენ ვღებულობთ უშუალოდ მათგან და რომელიც, როგორც წესი, არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, მისამართს, სამუშაო ადგილს, საკონტაქტო ინფორმაციას, დაზღვევის ობიექტს (შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტის მიხედვით - ავტომობილი, ქონება, ტვირთი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა). გარდა ამისა, ჩვენთან მუშავდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და მოიცავს: განსახორციელებელ და განხორციელებულ გადახდებს, გადახდის ფორმას (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტებს), თქვენ მიერ არჩეულ სადაზღვევო პაკეტს, დაფარვის ტერიტორიას, ლიმიტებს და სადაზღვევო პრემიის ოდენობას. ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზოგიერთი კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიმღები შესაძლოა იყოს: სერვისის მიმწოდებლები (გზებზე 24 საათიანი ტექ-მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელთან ადგილზე მისვლისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი სერვისის მიმწოდებელს გადაეცემა კონკრეტული მომხმარებლის სახელი, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ადგილმდებარეობა და საკონტაკტო ტელეფონი); სერვისცენტრები (დაზიანებული ავტომობილის შეკეთების შემთხვევაში, ოფიციალური დილერის სერვისცენტრის შესაბამის უფლებამოსილ პირს გადაეცემა დაზღვეული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია შემდგომი იდენტიფიკაციის, მომსახურების გაწევისა და შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისთვის).
მომხმარებლის შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაცია, მისი სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, დამატებითი კომფორტის შესაქმნელად. კერძოდ, ელ-ფოსტის ან სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, შესაძლოა გაიგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია: ვადამოსული პრემიის გადახდის შესახებ, სადაზღვევო პოლისის ვადის ამოწურვის შესახებ, პოლისის ვადის განახლების შესახებ, ახალი სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების შესახებ, სერვისის გაუმჯობესების შესახებ.
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან. ვცდილობთ, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება - მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება - მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა - მუხლი 8 (4). თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება (სახელის, გვარის და პოლისის ნომრის მითითებით) გამოგზავნოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 32 242 22 22) ან მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tbcinsurance.ge
ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.